აშშ-ში მყოფი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახარიას 6 თანაგუნდელის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას “არასწორად” აფასებს.
მისი თქმით, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება.
“სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.
როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება”,- თქვა კობახიძემ.