საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაინც არ შევეგუებით იმას, რომ ვიღაც მორჩილებს დღეს კომუნისტურ პარტიას და უნდა საქართველოში შექმნას კომუნისტური, ტოტალიტარული რეჟიმი იმიტომ, რომ ესენი, სწორედ ასე აზროვნებენ.
დღევანდელი მოსამართლეებიც ასე აზროვნებენ, ბიძინა ივანიშვილი მითუმეტეს.
კობახიძე და პაპუაშვილი მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალგაზრდები არიან, მაინც კომუნისტური, ტოტალიტარული აზროვნების ბარტყები არიან.
აქედან გამომდინარე, აქაც ვიქნებით და ყველგან ვიქნებით, სადაც თავისუფლება უნდა დავიცვათ.
ამის შესახებ განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ.