საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გლობალურ ომის პარტიას უკავშირებს, თუმცა მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის განკუთვნილ განცხადებაში.
“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.“– დაწერა კობახიძემ ფეისბუქზე.
ფეისბუქზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მისი ეს განცხადება განსხვავდება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებული ტექსტისგან, სადაც გლობალური ომის პარტია ნახსენები არ არის.
“ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – ეს ტექსტი კობახიძის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურად გამოქვეყნდა.