მიხეილ საკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა სახალხო დამცველისა და მისი კონსილიუმის წევრი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
საძაგლიშვილის აზრით, შეუძლებელია ხელისუფლების მოქმედებების პროგნოზირება, რადგან ისინი არაადეკვატურად იქცევიან.
“ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატური განცხადებების მოსმენას ირაკლი კობახიძის მხრიდან. მისთვის ყველა, ვინც მისთვის არასასიამოვნო, მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, არის “ნაცი”. მე მგონი მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია “ნაცი”. შესაბამისად მის განცხადებებს რა რეალური შედეგები მოჰყვება ჩვენთვის უცნობია და ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, იმდენად არაადეკვატურად იქცევა ქართული ოცნების ხელისუფლება”,- ამბობს საძაგლიშვილი.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ კონსილიუმის წევრები მიკერძოებულები არიან.