“საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია”,
ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება სადაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ ქვეყანა თუ ომში ჩაერთვება.