საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
კობახიძის თქმით, სიის ნუმერაციაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.
“სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია”,- განაცხადა კობახიძემ.