„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ორაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია კახი კალაძის მიერ პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ არის სპეკულაცია.ამის შესახებ, მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
„ამაზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველი ქართული გამოთქმა: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე არის დღეს რადიკალური ოპოზიციის საქმე. რეალურად, საზოგადოება მოისმენს ყველაფერს კახი კალაძესგან, მას დაველოდოთ. რაც შეეხება მის გამოჩენა -არ გამოჩენას, როგორც მოგეხსენებათ, ის გადიოდა მკურნალობის კურსს და ეს კურსი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გამოეწერა უკვე კლინიკიდან, ის სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ის გამოჩნდება საჯარო სივრცეში და ყველაფერთან დაკავშირებით გააკეთებს კომენტარებს. რაც შეეხება კახი კალაძის მიერ გუნდის დატოვებას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ წყალწაღებული რამენაირად ხავს მოეჭიდოს,“- განაცხადა კობახიძემ.