საქართველოში აშშ-ის საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გააუქმა და მიზეზად, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები დაასახელა.
“ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერმინიტრს კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ მზარდი შეშფოთების გამო”, – აცხადებენ საელჩოში.