საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.