“რა სინდისით რჩება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კობიაშვილი”,– ასე ეხმიანება პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველო–ესტონეთის თამაშს, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.
“რას ამბობს ნეტავ ლევან კობიაშვილი? ესტონეთთან ფრე ბრწყინვალე შედეგია? რა სინდისით რჩება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად როგორ მაინტერესებს…. სინდისი, ნამუსი, სირცხვილი, თავის მოჭრა – ამ სიტყვების შინაარსი იციან ნეტავ მაქეთ, ფეხბურთის ფედერაციაში?”,– წერს ელისაშვილი.
გუშინ ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 12 ნოემბერს 0:1 წააგო. 15 ნოემბერს კი სომხეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა დატოვა.