კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა.
მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ, შემდეგ 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
“ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.