“რეალურად ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა დავითმა – თავიდან ერთი სოფლის მეფე რომ იყო და უზარმაზარი საქართველო რომ დატოვა, სიკვდილის წინ “გალობანი სინანულისანი” დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი, მაგრამ ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას.
გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო, გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო, 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მარა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”
წერს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის სიტყვაზე. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც მისი “შეცდომები შეეხო”.