კომა, გულის უკმარისობა – მოსალოდნელი გართულებები ექპერტთა ჯგუფის დასკვნით

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.

კონსილიუმის დასკვნით, მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს:

  1.  ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით
  2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა
  3.  გასტრო ინტესტინალური სისხლდენა
  4. ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია
  5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)
  6. გულის უკმარისობა
  7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.