კომაში ჩავარდნილი ექთანი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

ექთანი, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის ცოტახნისწინ ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.

პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. პირადი ექიმი ლევან რატიანი იქნება.

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც. ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.