კომენდანტის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას 00:00 საათამდე შეძლებენ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, 1 ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ. შეზღუდვა ასევე შეეხება ღამის კლუბებს და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ სხვა დაწესებულებებს.

“რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, მათ შორის ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ეს ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე”, – თქვა ღიბრაძემ.