საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადააადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან იქნება 23:00–დან 04:00 საათამდე. ანუ ნაცვლად 5 საათისა, დასრულდება 4 საათზე”,– თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.