იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გუშინ, აქტივისტ ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ, სამართალწარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტი ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს. მათ 2 000 ლარიანი ჯარიმები ემუქრებათ.
“საპატრულო პოლიციიდან დამირეკეს ადმინისტრაციული წესით თქვენ წინააღმდეგ დაიწყო წარმოება გუშინ კომენდანტის საათის დარღვევის-გამოო.
ოქმში აღნიშნულია ყველაფერიო. ოქმი სად და რომელ საათზე შედგა-მეთქი და უი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ შედგებაო.
ჩუმად, მალულად, 24 საათის გასვლის შემდეგ დაიწყეს წარმოება. თან გუშინ საპატრულოს ერთ-ერთმა უფროსმა ჯარიმებს არ დავწერთო. დაურეკეს ალბათ და უთხრეს, დაუმორჩილებლობა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო”- წერს აქტივისტი ნიკუშა ფარულავა “ფეისბუქზე”.
გუშინ, 24 იანვარს დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ზუსტად 21 საათზე, კომენდანტის საათის დროს, რუსთაველის გამზირიდან დაიწყო, გადაინაცვლა ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ შსს-სთან და პერფორმანსით, პარლამენტის შენობასთან დასრულდა.