“მე ამ საქმეს ვერ აღვიქვამ როგორც კარტოგრაფების საქმეს. ეს არის პრობლემის დაპატარავება და უხერხულობის შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ლაპარაკობს დავით–გარეჯის ვეებერთელა პრობლემაზე. ჩვენ ხელში რაც არის, ყველაფერს ვაკეთებთ – ველაპარაკებით სახელმწიფოს. [ვეუბნებით], რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ძირძველი, ჩვენი სიწმინდეები.
მე რაც მაქვს დოკუმენტაცია, ეს საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, კომისია არ მუშაობდა კარგად, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. დანარჩენი შესაბამის სამსახურებს აქვთ ამის რესურსი და ძალა, უკვე დაიწყეს ამაზე მუშაობა და მათი საქმეა”,– ამბობს ჯაღმაიძე ტვ პირველთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან “ქმედით ნაბიჯებს” ელოდება.