სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, თბილისში გაზის ტარიფის 8 თეთრით ზრდით კომპანია თბილისი ენერჯი “წელში გასწორდება”.
“მათ მიერ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის ზრდით. შესაბამისად, თბილისი ენერჯის არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე. ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება”,– თქვა ნარმანიამ.
სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მომხმარებლებს 1 კუბურ მეტრ გაზში ნაცვლად 46,1 თეთრისა, 53.9 თეთრის გადახდა მოუწევთ.