ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის არგანთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს მაუწყებლობის კანონის დარღვევისთვის, წერილობითი გაფრთხილება მისცა.
კომისიის განცხადებით, მთავარმა არხმა პარტია ქართულ ოცნებას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.
როგორც პარტია ქართული ოცნების საჩივარშია ნათქვამი, წერილობითი მტკიცებულების მისაღებად, ოცნებამ ოფიციალურად მიმართა მთავარ არხს უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარუდგინა ვიდეორგოლები, რომლებიც წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნები აკმაყოფილებდა.
13 ნოემბერს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ არხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ქართული ოცნების არც ერთ საარჩევნო რეკლამას, არჩევნების მეორე ტურამდე ეთერში არ განათავსებდა, თუნდაც ეს ყოფილიყო კანონდარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში მთავარ არხს უჩივლა.