კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია “მთავარი” 2 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია ეთერში გასულ 2 სოციალურ კლიპზე, რომლის შინაარსიც, რუსულ კანონს უკავშირდებოდა. კომისიამ აღნიშნული კლიპები, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად ჩათვალა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია იყო.
“…რომც დავუშვათ, ვთქვათ, რომ კლიპი აკრძალულია, კლიპის ფორმით, თქვენ შედიხართ შინაარსში, ამაზეა საუბარი. სოციალური კლიპი შინაარსის, იმის გამო, რომ რუსული კანონი იყო მოხსენიებული, ნეგატიურად შეაფასეთ და გადაწყვიტეთ, რომ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული და არჩევანში ხელშეშლას ისახავს მიზნად. მაშინ როცა თავად ეს პარტია არ ფიქრობს ასე და მათი ნებით იყო მიღებული ეს. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ აქ? მართლა ვის დასცინით? სერიოზულად განიხილავთ ახლა ამ საკითხს რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება სამართლიანია? აქ ჩანს მხოლოდ ერთი რამ – მარეგულირებელი კომისია ემსახურება მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიას”, – ამბობს მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი.