კონგრესმენის ზოგადი პასუხი ისე გამოიყენეს, თითქოს კონკრეტულ მოცემულობას ეხებოდა – მდინარაძე

მამუკა მდინარაძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებებს ეხმიანება. მდინარაძის მტკიცებით, მას ყველა ეთანხმება, თუმცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ისე გაავრცელა, თითქოს “კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა”.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია, ყველა ეთანხმება) ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა. პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა“, – წერს მდინარაძე Facebook-ზე.

გრეგორი მიკსმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთად დაგნენ, რათა სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, შემდეგ კი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს. მან თქვა, რომ “გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს.” მდინარაძის აზრით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ეს ზოგადი პასუხებია და კონკრეტულ მოცემულობას არ ეხება.