“კონტრაქტი ზოგ მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია”- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ნამოხვანჰესთან დაკავშირებით.
“კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული 2019 წლის აპრილში და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს, ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. უბრალოდ, ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს… ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია. მთავარი პრობლემა არის შემდეგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, პრობლემა აქ არის ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს თუ არ მოგვარდა, პრობლემა იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.