[პარლამენტში ამ 3-მა დღემ] ჩემი აზრით, აჩვენა ის, რის გამოც მე და არა მარტო მე მაქვს სკეფსიზი. ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაშიც კი, თუ ოპოზიცია არის პარლამენტში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კომისიის შექმნა მოითხოვოს, შექმნას და მერე იმოქმედოს, იაქტიუროს. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ ეს რეჟიმი ყველანაირად არის გაცდენილი ნორმალურობის ფარგლებს და თითქოს ფორმალურად საპარლამენტო ოპოზიციის – ენმ-ს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები იზიარებენ ამ შეხედულებას. ეს ამბავი, რასაც ახლა ვუყურებთ, სამარცხვინო ამბავი [პარლამენტში] ამას ადასტურებს. პროცედურა, რომ 50 ხმა იყოს საკმარისი კომისიის შექმნისთვის, იმიტომ არსებობს, რომ უმცირესობის უფლება იყოს დაცული, ვისაც უმრავლესობა აქვს, ვინც ქვეყანას მართავს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მას არ შეეძლოს, დაბლოკოს უმცირესობა, თუ მას ხმების რაღაც რაოდენობა აქვს – როცა მიიღეს, ზარ-ზეიმით გააკეთა განცხადება ქართულმა ოცნებამ.

ამ ყველა თამაშის წესს აქვს მნიშვნელობა, თუ ის ძალა, ვისაც კონტროლი აქვს, საერთოდ თამაშის წესებს სცემს პატივს. ეს ძალა ჩვენ სულ გვეუნება, რომ არანაირ წესებს არ სცემს პატივს, ეს ქვეყანა არ იმართება კანონებით, არც კონსტიტუციით. რაღაც ზღვრის შემდეგ, როცა ბევრჯერ გასცდება მოწინააღმდეგე, სამარცხვინო რეჟიმი ყველა ზღვარს და შენ მაინც ცდილობ მგლის თავზე სახარების კითხვას ან ანამუსებ და ამბობ, რომ ეს სირცხვილია, კონტრპროდუქტიული ხდება ყველაფერი.

ამბობს ტელეკომპანია პირველის ეთერში ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.