კონფლიქტი არ დასრულდება, სანამ პუტინი უკრაინიდან არ წავა – ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, კონფლიქტის დასრულება შესაძლებელი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება.  ამის შესახებ ჯო ბაიდენმა, Andrews-ის სამხედრო ბაზაზე  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ კონფლიქტი არ დასრულდება სანამ ვლადიმირ პუტინი უკრაინიდან არ წავა”,- თქვა ბაიდენმა.