კორონავირუსზე რეკომენდაციების დარღვევებზე, შესაძლოა ახალი ჯარიმები დაწესდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის, საჭიროა “უფრო რაციონალური” ჯარიმები დაწესდეს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები არ იცავენ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან.საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა მაღალი ჯარიმები დაწესებული, რაც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, და საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა იმისათვის, რომ შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურად მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ჯარიმები უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და ამავე დროს, მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს”. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.