თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში 19 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან ერთი მედპერსონალია, ერთიც საკარანტინე სივრციდან, 17 კი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.
ახალ ინფიცირებულებს შორის სამი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ეზუგბაიას თქმით, ისინი ბოლნისიდან არიან და მათთან ჯერ კიდევ ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
,,ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი პაციენტი ყველა ცნობილი წყაროა, აქედან 17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება, არსებული რუტინული კვლევებით, არ არის საშუალოზე მძიმე. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა, მოზარდი. გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ასე დარჩება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.