ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი დაუდგინდა 20-მდე ექიმს და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს, ხოლო ჯარში არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო.
,,არის რამდენიმე შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ – მათი რიცხვი დღეს ოცამდეა. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, რის გამოც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი”, – განაცხადა ტიკარაძემ ბრიფინგზე.
მინისტრის განმარტებით, პაციენტებმა დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.