თბილისში კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა.ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ. გარდაცვლილი კაცი დედოფლისწყაროს ადგილობრივი კლინიკიდან თბილისში იყო გადმოყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.