კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარება მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ, ექიმები ადასტურებენ. ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.
„28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან, განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები“, – განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.
ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთით ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში”19 აგვისტოს დაიბადნენ. ხალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა თბილისში გადაიყვანა თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.