კორონავირუსით გარდაცვლილ მე-11 პაციენტს მეუღლეც Covid-19-ით დაეღუპა

დღეს აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა. გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე დღე მართვით სუნქთავაზე იმყოფებოდა და მას თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა და ასევე ინსულტიც გადატანილი ჰქონდა.

81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის 18 აპრილს ასევე კლინიკა „მედალფაში“ გარდაიცვალა. იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.  ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

73 წლის ქალი კლინიკაში 10 აპრილს შეიყვანეს, 13 აპრილს კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ამჟაიმნდელი მონაცემებით მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, გარდაცვლილია 11 ადამიანი.