პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირება ავტომატურად დაავადებულობას არ ნიშნავს.
“კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოაჩნდა დადებითი პასუხი და არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არ ნიშნავს, რომ Covid-19-ით დაავადებულია. Covid-19 ნიშნავს — ადამიანს პლუს, ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მიწოდებული”,— განმარტა ლევან რატიანმა
მისივე განცხადებით, პაციენტი ჰოპისტალიზაციას ექვემდებარება მაშინ, როცა მას აქვს კლინიკური გამოვლინებები.
“ინფიცირების შემთხვევაში თუ დაერთო კლინიკური გამოვლინება, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე, გამოხატულია 48 საათზე მეტხნიანი ცხელების ეპიზოდი, 38-ს პლუს 1 გრადუსი, სუნთქვის გაძნელება — ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ჰოსპიტალიზაციას”, – თქვა ლევან რატიანმა.