კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 595 დადასტურდა, აჭარა – 623, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 127, გურია – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 253, მცხეთა მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
- გამოჯანმრთელებულია – 117 560
- გარდაცვლილია – 1 303
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.