კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 120 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
რაც შეეხება ბოლო 24 საათში 33 გარდაცვლილი პაციენტის რეგიონულ განაწილებას: თბილისში – 11 გარდაიცვალა, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 69 681
- გამოჯანმრთელებულია – 52 169
- გარდაცვლილია – 599
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 506
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 311
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 918
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი