თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში გამოვლინდა, 65 თბილისში.
ენდელაძის თქმით, იმერეთში – 63, სამეგრელო ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში 4 და კახეთში – 1 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 252 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 უკვე გამოჯანმრთელდა, 50 კი დაიღუპა.