დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 აჭარაში, 245 კი – იმერეთში.
- ქვემო ქართლში – 87;
- შიდა ქართლში – 33;
- გურიაში – 35;
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93;
- კახეთში – 42;
- მცხეთა-მთიანეთში – 20;
- სამცხე-ჯავახეთში – 27;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 7.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 604.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.