ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ინფიცირებულებთან კონტაქტებია.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 24 პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- თქვა ეზუგბაიამ.