“კორონავირუსის პიკური რაოდენობა გვექნება ნოემბრის შუა რიცხვებში”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების პიკური რაოდენობა, დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება. მისივე განმარტებით, ეს კარგია, რადგან იგი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების გავრცელებას.
“ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება, ამიტომ ქვეყანა გაიხსნა. კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ ვერ აჩერებს, ხომ? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, მისი რაოდენობა მზარდია, კიდევ უფრო მოიმატებს და ექსპერტები რომ ლაპარაკობენ, კი ბატონო, სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება პიკური შემთხვევების რაოდენობა. მაგრამ, ჯერ ერთი, კარგია, რომ ჩვენი პიკური რაოდენობა შემთხვევების არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობას, რომელიც ჩვენ, ჩვეულებრივ, გვაქვს დეკემბრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში”, – განაცხადა იმნაძემ.