კორპორაცია Microsoft-მა რუსების ჰაკერული თავდასხმის შესახებ განაცხადა

კორპორაცია Microsoft-მა   გამოაცხადა რუსების ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რომელიც 12 იანვარს აღმოაჩინეს. თავდასხმაში  მონაწილეობდნენ Midnight Blizzard ჯგუფის ჰაკერები, ასევე ცნობილი როგორც Nobelium. კომპანიის თქმით, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა Microsoft-ის კორპორატიული ელ.ფოსტის ანგარიშების ძალიან მცირე პროცენტზე 2023 წლის ნოემბერში, მოიპარეს ზოგიერთი ელ.წერილი, მათ შორის უმაღლესი აღმასრულებლების ელ.წერილები და თანდართული დოკუმენტები. კორპორაციამ დასძინა, რომ გამოძიების დროს ასევე გაირკვა, რომ ჰაკერების მიზანი იყო ინფორმაციის მოძიება თავად Midnight Blizzard ჯგუფის შესახებ და თავდასხმა არ მომხდარა კომპანიის პროდუქტებისა თუ სერვისების დაუცველობის გამო.