ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების ხელისუფლებას ამხელს. გიორგი ქობულია თანამდებობიდან წასვლის და ბიძინა ივანიშვილის გუნდთან შეუთავსებლობის მიზეზებზე “მთავარ არხთან” საუბარში საუბრობს.
გადაცემა “დღის სტუმარის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას ქობულიამ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე, არაპროფესიონალიზმზე, ნეპოტიზმსა და სისტემისადმი უპირობო მორჩილებაზე ისაუბრა.
“დაბალკვალიფიური და დემოტივირებული სახელმწიფო მანქანა, ჩამოშლილი პრემიერის ფორმალური ვერტიკალი, მიკერძოებული გარიგებები ე.წ. სქემები; რეპუტაციულად მძიმედ დაიზნებულ სასამართლო სისტემა”– ამბობს ქობულია.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ინიციატივა დასჯადია. ადამიანებს საქმის კეთების მოტივაცია არ აქვთ, რადგან ამისთვის არანაირ ჯილდოს არ იღებენ . ქობულიას თქმით, ადამინებმა ინიციატივისთვის შესაძლოა პირიქით, სასჯელიც მიიღონ.