“180 ქვეყანას შორის, საქართველომ კორუფციისგან გათავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპის მასშტაბით მე-12 ადგილი დაიკავა. აქაც, საგრძნობლად გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყანას. ჩვენი შეფასება ერთნახევარჯერ მაღალია ვიდრე 9 ევროპული ქვეყნის, მათ შორის, ესპანეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის, ასევე, სამხრეთ კორეის და ასევე ორჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის და საბერძნეთის მაჩვენებელი. ამ შედეგებით, საქართველო გაუთანაბრდა ისეთ წამყვან ქვეყნებს, როგორიც არის ამერიკა, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ. უნდა აღინიშნოს შედარებისთვის ისიც, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება სამჯერ აღემატება 2011-2012 წლების დონეს”
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.