”კოტიკო ბოთლი ჩანთით ჩაიტანე თუ სხვაგან გედო?”, ”არ დამჭირდა მოსკოვის მარკეტებში დამხვდა” – სოფო ჭყონიას და მორგოშიას დაპირისპირება

”ტკბილო კოტიკო ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” – ასე გამოეხმაურა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსეთი “კოკა-კოლით“ საქართველოსგან მარაგდება.

“დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო”დაწერა,  მორგოშიამ.

რაზეც, სოფო ჭყონიამ მორგოშიას ჰკითხა : “Konstantine Morgoshia/კონსტანტინე მორგოშია, “ტკბილო კოტიკო”, მაინტერესებს, ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” 

სოფო ჭყონიას კომენტარის პასუხად, მორგოშიამ ვიდეოები გაავრცელა და განაცხადა : ”სოფო ჭყონიას “კითხვაზე” ვატარებ თუ არა ჩანთებით კოკა-კოლის ბოთლებს, ვუპასუხებ, რომ არ დამჭირდა, ვინაიდან ქალაქ მოსკოვის მარკეტებშიც საკმარისად დამხვდა..არ დამეზარა და აგერ ბატონო, რომ დარწმუნდეთ. ასეთი ვითარებაა… “აღიარებაც რომ უტყდებათ”.