“კრება დარჩა მხიარული” – თაკო ჩარკვიანი მასობრივ შიმშილობაზე

“რაიმე თქვი, ან “კაი ” ან ცუდიო, ჰოდა, ა, ბატონო – “კრება დარჩა მხიარული” – ასე ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მასობრივი შიმშილობის დაწყებას.

სოციალურ ქსელში ის აღნიშნავს, რომ ეს სტრატეგია არ მესმის და რუსთაველის დაკავების გარდა სხვა გეგმას ვერ ხედავს.

ცნობისთვის, დღეს აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აცხადებს მასობრივ საპროტესტო შიმშილობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.

მელია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები, ასევე მათი მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ს ოფისთან იშიმშილებენ. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს კარვების დამონტაჟებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი.