კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია. ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 2 აგვისტოს რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე ჟურნალისტებთან გამოსვლისას ისაუბრა.
“კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია, ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როდესაც ის ალფაში მსახურობდა, ის მსახურობდა პრეზიდენტის [პუტინის] დაცვის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ბუნებრივია, რომ გუშინ შეხვედრისას ისინი ერთმანეთს მიესალმნენ”. – თქვა პესკოვმა