კრემლი, სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი კვლავ ემზადება ფარული მობილიზაციისთვის, რაც კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ფრონტზე რუსული ჯარების გადაყვანის საერთო ხარისხს.

“ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები დამატებით ავრცელებენ ცნობებს, რომ საყოველთაო მობილიზაცია დეკემბერში ან იანვარში დაიწყება. დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და საწარმოები თავიანთ თანამშრომლებს მობილიზაციისთვის ამზადებენ და მათ სხვადასხვა საწვრთნელ პროგრამასა და მობილიზაციასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებზე გზავნიან”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება 31 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, ISW წერს, რომ რუსულ ტელეგრამ არხების მიხედვით, კრემლი მეორე ტალღისთვის აქტიურად ემზადება