გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან პირები, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ან დივერსიას, ტერაქტს აწყობს.
სხვა შემთხვევაში, მისი აზრით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უნდა შემოუშვან, თუმცა კრემლის რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ “აქ მათთვის საყვარელი სტუმართ–მასპინძლობა დამთავრებულია”.
“სწორი არის ის რეაქცია, რომელიც პოზნერს დახვდა. ფორმა შეიძლება არ მოგწონდეს, კვერცხების სროლა და რაღაცები, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, სწორი არის ის, რომ ასეთმა ადამიანებმა, ვინც საჯარო ადამიანები არიან და საჯარო რუპორები არიან კრემლის, იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი სტუმართ-მასპინძლობა დამთავრებულია და ვეღარ გაწელავენ აქ ელარჯს.
არ სჭირდება ამას დამატებით რაღაც სქემები. ის, რაც მოხდა, იყო კარგი და სწორი, ყოველ შემდეგ ჯერზე, თუ ასეთი ვინმე გაბედავს საქართველოში და შემოვა, უნდა დახვდეს იგივე პასუხი და ასეთები მოერიდებიან, თორემ რიგით რუს ტურისტებს საქართველოში არასდროს არავინ ერჩოდა და არც ახლა არავინ ერჩის”,– აცხადებს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.