დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთ ლიდერს კრისტიან ერიქსენს კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა.
კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.
ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართა. პირველი ტაიმის, ბოლო წუთზე ერიქსენმა გადაცემა გააკეთა და მოულოდნელად დაეცა. მას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.