კულტურის ახალი მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე, იოსებ ბაღათურია 2008 წლიდან 2014-მდე მოსამართლე იყო. ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“კულტურის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, იოსებ ბაღათურია 2008 წლიდან 2014-მდე მოსამართლე იყო.”- წერს ჯანეზაშვილი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისი სამი მოადგილე წარადგინა. მისი მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია. დღეს წულუკიანმა ასევე, კულტურის კოდექსის შექმნა დაანონსა, რომლელსაც სათავეში სწორედ, იოსებ იოსებ ბაღათურია ჩაუდგება. ბაღათურია ამავდროულად სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.