კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა ფრიალებს – შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს. მისი თქმით, დროშა მას შემდეგ აღიმართა, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს.
“უკრაინის დროშა დამონტაჟდა კუნძულზე… ოპერაცია დასრულდა, კუნძული დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას”, – თქვა სპიკერმა ორშაბათს, დამატებითი დეტალების გარეშე.