კუნძულ ზმეინიზე ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემა გავანადგურეთ – უკრაინა

ზმეინის კუნძულზე უკრაინელებმა, რუსი ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

“1 დღეში მტრის ჯამური დანაკარგია: 16 რაშისტი, 12 ტანკი და საავტომობილო ტექნიკის 4 ერთეული, აქედან 2 ჯავშანტექნიკა”. – ნათქვამია სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.